კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NetBeans-ის ვებგვერდზე www.netbeans.org

მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NetBeans-ის, Java-ს ინტეგრირებული სამუშაო გარემოს სახლში.

რა არის NetBeans?

NetBeans არის წარმატებული open source (პროგრამული უზრუნველყოფა გახსნილი საწყისი კოდით) პროექტი. NetBeans-ს ჰყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, მზარდი თანამეგობრობა და 100-მდე (და მატულობს) პარტნიორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. NetBeans open source პროექტი დაარსა Sun Microsystems-მა 2000 წლის ივნისში და იგი დღემდე პროექტის მთავარ სპონსორად რჩება.

ამჟამად არსებობს ორი პროდუქტი: NetBeans ინტეგრირებული სამუშაო გარემო და NetBeans პლატფორმა.

NetBeans IDE არის სამუშაო გარემო - პროგრამისტის ინსტრუმენტი გამიზნული პროგრამების წერის, კომპილაციის, გამართვისა და დანერგვისათვის. პროდუქტი დაწერილია პროგრამირების ენა Java-ზე, მაგრამ აქვს ნებისმიერი ენის მხარდაჭერა. NetBeans ინტეგრირებული სამუშაო გარემოს გასაფართოვებლად შექმნილია დიდი რაოდენობა მოდულებისა. NetBeans ინტეგრირებული სამუშაო გარემო არის უფასო პროდუქტი და მისი გამოყენება შესაძლებელია შეზღუდვების გარეშე.

NetBeans პლატფორმა არის მოდულარული და გაფართოებადი ბაზისი, რომელიც გამოიყენება დიდი desktop პროგრამების შესაქმნელად. ISV (დამოუკიდებელი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი) პარტნიორები გვთავაზობენ დამატებით მოდულებს, რომლებიც ადვილად ინტეგრირდება პლატფორმაში და ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას მათი საკუთარი ინსტრუმენტების და პროდუქტების შესაქმენლად.

ორივე პროდუქტის საწყისი კოდი არის გახსნილი და უფასო კომერციული თუ არაკომერციული გამოყენებისათვის. საწყისი კოდი შეიძლება გამოყნებული იქნას ხელმეორედ სხვა პროდუქტებში და იგი ვრცელდება Common Development and Distribution License (CDDL) შესაბამისად.

რა არის netbeans.org?

netbeans.org არის სახლი NetBeans-ის თანამეგობრობისა, რომელმაც თავი მიუძღვნა მსოფლიო კლასის ინტეგრირებული სამუშაო გარემოს შექმნას. netbeans.org-ის დახმარებით 160-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებლებს წვდომა აქვთ NetBeans-თან დაკავშირებულ ხალხთან და რესურსებთან. აქედან თვენ შეგიძლიათ გადმოტვირთოთ NetBeans-ის უახლესი ვერსიები, დაათვალიეროთ დოკუმენტაცია, გაიფართოვოთ საკუთარი შემეცნება Java-ს შესახებ, წაიკითხოთ ახალი ამბები, შეუერთდეთ საფოსტო დაგზავნის სერვისს, წვლილი შეიტანოთ პროექტის კოდის დაწერაში, გაიცნოთ პროექტში ჩართული ხალხი და მრავალი სხვა.

შეუერთდით NetBeans-ის თანამეგობრობას

გახდით NetBeans-ის გუნდის წევრი და დაგვეხმარეთ გავხადოთ NetBeans უფრო უკეთესი. რეგისტრაციის შედეგად თქვენ პირდაპირი წვლილი შეგაქვთ NetBeans-ის წარმატებაში, საპასუხოდ კი ჩვენ მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას NetBeans-ის პროექტის შესახებ. გამოიყენეთ რეგისტრაციის ფანჯარა ამ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში, აირჩიეთ მომხმარებლის სახელი და შემოგვიერთდით!

დარჩით ინფორმირებული

NetBeans გთავაზობთ სხვადასხვა საფოსტო დაგზავნის სიას (mailing list), იმისათვის რომ დააკმაყოფილოს თქვენი ინტერესი და გაადვილოს NetBeans-ის მომხმარებლებს შორის ურთიერთობა. საფოსტო დაგზავნის სიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ https://netbeans.org/community/lists/index.html

სწრაფი ბმულები:

  • NetBeans-ის ყოველთვიური და ყოველკვირეული ინფორმაციული ბიულეტენი: nbannounce (დამატებით)

  • ისაუბრეთ სხვა NetBeans-ის მომხმარებლებთან. გაუზიარეთ რჩევები : nbusers (დამატებით)

გადმოტვირთეთ NetBeans!

გადმოტვირთეთ NetBeans ინტეგრირებული სამუშაო გარემოს უახლესი ვერსია.

შეუერთდით netbeans.org

შეუერთდით NetBeans-ს და გახდით იმ თანამეგობრობის ნაწილი, რომელიც რომელიც მსოფლიო კლასის ინტეგრირებულ სამუშაო გარემოს ქმნის

Join the NetBeans Project

 

გადმოტვირთვა

 

ჩაერთეთ!

NetBeans არის პროექტი გახსნილი საწყისი კოდით და თქვენი მონაწილეობა და დახმარება მისასალმებელია! დახმარების ბევრი საშუალება არსებობს: გაეცით პასუხი მომხმარებლის მიერ საფოსტო დაგზავნის სიებში დასმულ კითხვებს, გადათარგმნეთ გარემო ან/და ვებსაიტი თქვენს მშობლიურ ენაზე, მოგვეხმარეთ ტესტირებაში, და ბოლოს ყველაზე მთავარი ... მიიღეთ მონაწილეობა პროგრამული კოდის შექმნაში გარემოს მაქსიმალურად დახვეწისათვის!
By use of this website, you agree to the NetBeans Policies and Terms of Use. © 2013, Oracle Corporation and/or its affiliates. Sponsored by Oracle logo